ინფიცირების 5068 ახალი შემთხვევა - ქვეყანა ინფექციის გავრცელების აღმავალ ფაზაშია
ქვეყანა ინფექციის გავრცელების აღმავალ ფაზაშია. საქართველოში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი უკვე 5068. ვირუსის პირველი შემთხვევიდან დღემდე ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა 38 კოვიდინფიცირებული. გამოჯანმრთელდა 2336. ამ ეტაპზე ინფიცირების აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 24349-ს შეადგენს. ჯამში 10 თვის განმავლობაში, კოვიდ 19-ის 152704 შემთხვევაა აღრიცხული. გარდაიცვალა 1 425 მოქალაქე. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. მძიმე ეპიდეპიოლოგიურ ვითარებაში ჯანდაცვის სისტემაზე, მის პირველ პირზე თავდასხმა იგივეა, რაც საომარი მდგომარეობის დროს თავდაცვის მინისტრს დაესხა თავს, ასე აფასებს მმართველი გუნდი ბოლო პერიოდში გარკვეული პოლიტიკური ჯგუფებისა და მათთან დაკავშირებული მედიასაშუალებების მხრიდან ჯანდაცვის სექტორის, მედიკოსებისა და მინისტრის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას. პარალელურად, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ 31 წლის ქალის გარდაცვალების საკითხის შესწავლა დაიწყო.
სიუჟეტის ავტორი: ნუცა ტრაპაიძე-14-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
