ჯგუფური თაღლითობის ბრალდებით თბილისში ორი ადამიანი დააკავეს
ჯგუფური თაღლითობა - ამ ბრალდებით თბილისში ორი ადამიანი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ერთ-ერთ მოქალაქეს, ამერიკის ვიზის სანაცვლოდ, 17 ათას დოლარს სძალავდნენ. დაპატიმრებულებს შორის პროდიუსერი და მომღერალი ჯიმი მაქაცარიაა. ის ბრალდებას უარყოფს, თუმცა ამბობს, რომ სავიზო მომსახურების სანაცვლოდ თანხას იღებდა. დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სიუჟეტის ავტორი: ლევან მორჩიაშვილი-68-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
