თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, პროტესტის აღნიშნული ფორმა სცდება კანონის ფარგლებს და იქნება შესაბამისი რეაგირება
ეგრეთწოდებული სირცხვილის დერეფნები ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა დააანონსეს აჭარაში, სადაც სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოსახლეობას მთავრობის თავმჯდომარემ დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდა. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, პროტესტის აღნიშნული ფორმა სცდება კანონის ფარგლებს და იქნება შესაბამისი რეაგირება. მან ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ხმის მიცემის მშვიდ პროცესს უზრუნველყოფს.
