შსს პოლიტიკურ მოთამაშეებს აფრთხილებს, რომ საარჩევნო უბნებთან „სირცხვილის დერეფნების“ მოწყობა სცდება კონსტიტუციით გარანტირებულ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს, ეს არის დანაშაული და პოლიციას ექნება შესაბამისი რეაგირება
შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიტიკურ მოთამაშეებს აფრთხილებს, რომ საარჩევნო უბნებთან „სირცხვილის დერეფნების“ მოწყობა სცდება კონსტიტუციით გარანტირებულ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს, ეს არის დანაშაული და პოლიციას ექნება შესაბამისი რეაგირება. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე, მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, სამართალდამცველები ხვალ მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას და მართლწესრიგის დაცვას, რათა თითოეულმა მოქალაქემ თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში გააკეთოს საკუთარი არჩევანი.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
