კოვიდ19-ის ბოლო 24 საათის მონაცემები
საქართველოში მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა. კორონავირუსის პირველი შემთხვევიდან დღეს, ყველაზე მეტი გარდაცვლილი გვყავს. ვირუსმა 45 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. რთული ვითარებაა თბილისში - 1056 შემთხვევა ბოლო 24 საათში. დედაქალაქს აჭარა და იმერეთი მოსდევენ. გამოჯანმრთელებულთა შორისაა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მორიგი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.
სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
