საქართველოს მახარდამჭერი დოკუმენტი
კრახით დასრულდა ოპოზიციის მცდელობა - საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ თითქოს, საქართველოს ამერიკისგან სანქციები ელოდა. მიმდინარე წლის ივლისში, ხელისუფლებას არაერთხელ მოუხდა იმის განმარტება, რა ეწერა რეალურად წარმომადგენლობითი პალატის საბიუჯეტო ქვეკომიტეტის შედგენილ კანონპროექტში, სადაც დასახელებული იყო სამი წინაპირობა, რის საფუძველზეც საქართველოს, შეიძლებოდა, დაფინანსების 15 პროცენტი დაეკარგა. სამუშაო ვერსია ოპოზიციამ დამტკიცებულად წარმოაჩინა. სტრატეგიულ პარტნიორობაში დისონანსის შეტანის მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ყველა დათქმა გაქრა და საქართველოს მხარდამჭერი დოკუმენტი დამტკიცებულია.
სიუჟეტის ავტორი: ქეთი ქაშაკაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
