საქართველოში მოტოსპორტის 2026 წლის სეზონი დღეს ოფიციალურად გაიხსნა
საქართველოში მოტოსპორტის 2026 წლის სეზონი დღეს ოფიციალურად გაიხსნა. „ჰასკი მოტოპარკის“ ტერიტორიაზე საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც გამარჯვებულები ოთხ სხვადასხვა დისციპლინაში გამოვლინდებიან. მოტომრბოლელები ძალებს ენდუროს, ბავშვებისა და მოზარდების ენდუროს, მოტო ჯიმხანასა და სამოყვარულო წყვილთა რბოლაში მოსინჯავენ.
