ქრონიკა 14:00 საათზე - 26 აპრილი, 2026 წელი
ხელისუფლებამ ახალგაზრდებთან ერთად, არსებული რეალობის გათვალისწინებით, პრაგმატული ნაბიჯები უნდა გადადგას - ასეთია „ქართული ოცნების“ გზავნილი, რომელიც ბორჯომში, ახალგაზრდული ორგანიზაციის მორიგ კონფერენციას მართავს. სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან შეხვედრას, დეპუტატები ესწრებიან. დაისვა კითხვები და იყო პასუხები.
