ნუგოს თასი
ბაკურიანში პირველად გაიმართა „ნუგოს თასი“ - რომელიც ბაკურიანელ სნოუბორდერს, ნუგო დიაკონაშვილს მიეძღვნა. იდეა მისი მეგობრების ინიციატივით გაჩნდა, რომლებმაც შესაბამისი გამოცდილებისა და კომპეტენციის გამოყენებით მოამზადეს სპეციალური ტრასა. ღონისძიების მთავარი მიზანი საქართველოში სნოუბორდის კულტურის პოპულარიზაცია, ახალგაზრდა სპორტსმენების მხარდაჭერა და ბაკურიანის, როგორც ზამთრის სპორტის მნიშვნელოვანი ცენტრის განვითარებაა.
