რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ქართველი ბორჯღალოსნები პორტუგალიას დაუპირისპირდებიან
დღეს, „იმედზე“ დიდი რაგბია. რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ქართველი ბორჯღალოსნები პორტუგალიას დაუპირისპირდებიან და თასის მოპოვებას ისტორიაში მე-18-ედ შეეცდებიან. ეს გუნდები ისტორიაში ერთმანეთს 27-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც საქართველომ 19-ჯერ გაიმარჯვა, 4-ჯერ დამარცხდა, ხოლო 4-ჯერ ფრეს დასჯერდა. ჩვენი ქვეყნის გუნდს დღევანდელ მეტოქესთან 2005 წლის შემდეგ არ წაუგია. ფინალი ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება და ტრადიციულად პირდაპირ რეპორტაჟს ტელეკომპანია „იმედი“ შემოგთავაზებთ.
