საფრანგეთის მასშტაბით მუნიციპალური არჩევნები ტარდება
საფრანგეთის მასშტაბით მუნიციპალური არჩევნები ტარდება. ბიულეტენებში საფრანგეთის 35 ათასზე მეტი კომუნის მერობისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატებია წარდგენილი. კენჭისყრა ორ ტურადაა დაგეგმილი. კანდიდატები, რომლებიც დღევანდელ არჩევნებში ხმათა 10%-ზე მეტს დააგროვებენ, მეორე ტურში მიიღებენ მონაწიელობას რომელიც 22 მარტსაა ჩანიშნული. მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ „ეს არჩევნები მნიშვნელოვანი მინიშნება იქნება მომავალი წლის გადამწყვეტი საპრეზიდენტო რბოლისთვის, რომელშიც, პროგნოზების მიხედვით, ულტრამემარჯვენეებმა უნდა გაიმარჯვონ“.
