სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ევროპარლამენტარები რუკაზე ირანს ვერ პოულობენ
ევროპარლამენტის წევრები, რომლებმაც ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მისცეს ხმა, ქვეყანას რუკაზეც კი ვერ პოულობენ. ფრანგმა ინფლუენსერმა სოციალურ ქსელ X-ზე შესაბამისი გამოკითხვის დამადასტურებელი ვიდეომასალა გაავრცელა. მან ევროპარლამენტარების ნაწილს სთხოვა ირანი რუკაზე ეჩვენებინათ, თუმცა უშედეგოდ.
