დიდი ბრიტანეთი რუსეთისთვის სანავთობო სანქციების დროებით მოხსნის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
დიდი ბრიტანეთი, ჰორმუზის სრუტის ბლოკირებით გამოწვეული კრიზისის შესამსუბუქებლად, რუსეთისთვის სანავთობო სანქციების დროებით მოხსნის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ სრუტის გახსნისთვის მოკავშირეებთან ერთად გამოსავალს ეძებს. განცხადება გაერთიანებული სამეფოს ენერგეტიკის მინისტრმა ედ მილიბენდმა, „სკაი ნიუსის“ ეთერში გააკეთა.
