ისრაელის მხრიდან ლიბანის ტერიტორიაზე მიტანილი იერიშების შედეგად გასული 24 საათის განმავლობაში 53 ადამიანი დაიღუპა, 76 კი დაშავდა
ისრაელის მხრიდან ლიბანის ტერიტორიაზე მიტანილი იერიშების შედეგად გასული 24 საათის განმავლობაში 53 ადამიანი დაიღუპა, 76 კი დაშავდა. მონაცემებს ლიბანის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს და დასძენს, რომ 2 მარტის შემდეგ გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა სულ მცირე 826-ია, მათ შორის 106 ბავშვია. დაშავებულთა რაოდენობა კი 2 ათასს აღემატება.
