ნარკოდანაშაული - დააკავეს საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები
საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები დააკავეს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით. ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს „ემ დე ემი“, „კლეფედრონი“,„მეთადონი“, „ალფა-პვპ“, „კოკაინი“, „ლიზერგიდი“, „კრატომი“, „კეტამინი“, „ტეტრა ჰიდრო კანაბინოლი“, ასევე, უკრაინის მოქალაქისთვის გამოგზავნილი ამანათის გაკონტროლების შედეგად დადასტურდა, რომ ბრალდებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების „კრატომის“ შეძენა - შენახვას ცდილობდა. დაკავებულმა უკრაინის კიდევ ერთმა მოქალაქემ კი, დაკავებისას ერთ-ერთ პოლიციელს ფიზიკური დაზიანება მიაყენა.
