რეიტინგების ლიდერი „იმედი“ 23 წლისაა
რეიტინგების ლიდერი „იმედი“ 23 წლისაა. 2003 წლის 15 მარტს, სატელევიზიო სივრცეში, იმ დროისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი არხი გამოჩნდა. ბადრი პატარკაციშვილის მიერ დაარსებული „იმედი“, მაყურებელმა პირველივე ეთერიდან შეიყვარა. საქართველოში პირველად სწორედ ტელეკომპანია „იმედმა“ დაიწყო ლიცენზირებული პროდუქციის ჩვენება. „იმედი“ ბევრი ადამიანის ისტორიის ნაწილად იქცა. სახელი სიმბოლური აღმოჩნდა, „იმედის“ დარბევა, დაკარგვა და „იმედის“ დაბრუნება. დაარსების დღიდან ქვეყანაში განვითარებულმა პროცესებმა „იმედის“ ბედი არაერთხელ განსაზღვრა. სატელევიზიო ბადე საზოგადოების მრავალფეროვან ინტერესზე მაქსიმალურად მორგებულია, თითოეული გადაცემა არხის მთავარი პრინციპის, ეროვნული ფასეულობების დაცვის ერთგულია. საინფორმაციო და ანალიტიკური გადაცემები, პოლიტიკური თოქ-შოუები, ინტერნეტ პლატფორმებთან ერთად, არაერთი წინააღმდეგობის მიუხედავად, სწრაფი, სანდო და მრავალფეროვანია. თქვენს ინფორმირებაზე, ყოველდღე და დღეში რამდენჯერმე კი სწორედ „ქრონიკა“ ზრუნავს, რომელიც არხთან ერთად დაიბადა და „იმედის“ ასაკისაა.
