ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშს პარლამენტის თავმჯდომარე ცილისწამებით სავსე დოკუმენტს უწოდებს
ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშს, რომლითაც საქართველოს ოჯახური ღირებულებებისა და გამჭვირვალობის კანონების გაუქმებას სთხოვენ, პარლამენტის თავმჯდომარე ცილისწამებით სავსე დოკუმენტს უწოდებს. შალვა პაპუაშვილის განმარტებით, საერთაშორისო ინსტრუმენტი გამოიყენება სხვადასხვა ქვეყნის მხრიდან საკუთარი პოლიტიკის განსახორციელებლად.
