მმართველი გუნდისთვის, პატრიცია გჟებიკის დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს საჯარო ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს, რომ ექსპერტი მჭიდრო კავშირშია პოლონეთის მთავრობასთან
მმართველი გუნდისთვის, პატრიცია გჟებიკის დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს საჯარო ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს, რომ ექსპერტი მჭიდრო კავშირშია პოლონეთის მთავრობასთან. „ქართული ოცნება“ აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ არსებობს ინტერესთა კონფლიქტი. შესაბამისად, მათივე თქმით, დასკვნის ობიექტურობაზე ლაპარაკი ზედმეტია. სახელისუფლებო გუნდიც და საპარლამენტო ოპოზიციაც დარწმუნებულია, რომ დასკვნა, რომელიც მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში გამოქვეყნდა, წინასწარ იყო დაწერილი, მისი ავტორი კი საქართველოში ექსპერტის როლით ფორმალურად გამოგზავნეს.
