რუსეთის პრეზიდენტი კრემლში ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, ალი ლარიჯანის შეხვდა
რუსეთის პრეზიდენტი კრემლში ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, ალი ლარიჯანის შეხვდა. ინფორმაცია პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ოფიციალურად დაადასტურა, თუმცა შეხვედრის დეტალებზე არ უსაუბრია. განცხადება გაავრცელა რუსეთში ირანის საელჩომაც, რომლის მიხედვითაც საუბარი ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავებას, ეკონომიკურ კავშირებს, ასევე, ახლო აღმოსავლეთსა და საერთაშორისო საკითხებს შეეხო
