რას და რატომ მალავენ არასამთავრობო ორგანიზაციები უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების ფონზე?
რას და რატომ მალავენ არასამთავრობო ორგანიზაციები, უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების ფონზე? – „ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, რომ გრანტების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების მიზანია ხალხმა იცოდეს რას ემსახურება საქართველოში შემოსული უცხოური დაფინანსება. სახელისუფლებო გუნდი, პოლიტიკურ პროცესებში ენჯეო სექტორის ჩართულობაზე საუბრობს, რომელთა მიზანი დესტაბილიზაცია და ქვეყანაში რევოლუციური პროცესების წარმართვაა. გრანტების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, მკაცრდება სისხლის სამართლის კოდექსი. დასჯადი ხდება გარე ლობიზმი. გრანტად მიიჩნევა თანხა, რომელიც ხმარდება ან შესაძლოა მოხმარდეს პოლიტიკურ პროცესებს
