გიორგი მიქაუტაძემ 2026 წელი გოლით და საგოლე პასით დაიწყო
გიორგი მიქაუტაძემ 2026 წელი გოლით და საგოლე პასით დაიწყო. ლა ლიგის მე-18 ტურში „ვილიარეალმა“ „ელჩეს“ 3-1 მოუგო და გამარჯვებაში დიდი წვლილი ქართველმა ფორვარდმა შეიტანა. მიქაუტაძის პასით მეშვიდე წუთზე ანგარიში ალბერტო მოლეირომ გახსნა, ხოლო 6 წუთში გიორგიმ თავადაც გაიტანა. მიქაუტაძე 75-ე წუთზე შეცვალეს. მას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 20 თამაშში 6 გოლი და 3 საგოლე პასი დაუგროვდა. „ვილიარეალი“ 38 ქულით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 10 იანვარს, საკუთარ მოედანზე „ალავესს“ ეთამაშება.
