საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებს განცხადებით ეხმაურება
ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებს განცხადებით ეხმაურება, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. როგორც უწყების ტექსტშია აღნიშნული, ქართული მხარე ყურადღებით აკვირდება მოვლენებს იმ იმედით, რომ მომავალი პროცესები ვენესუელელი ხალხის ინტერესების შესაბამისად განვითარდება. საქართველო ასევე იმედოვნებს, რომ გაუქმდება გადაწყვეტილება, რომლითაც ვენესუელამ საქართველოს ოკუპირებული რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.
