შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს, რომელმაც საქართველოსა და ევროპის ელექტრო ენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს, ევროკომისიამ „ორმხრივი ინტერესის პროექტის“ სტატუსი მიანიჭა
აღნიშნული სტატუსის მქონე პროექტები ევროკავშირის დაფინანსების მიღებას შეძლებენ და დაჩქარებული ნებართვის გაცემისა და დაჩქარებული მარეგულირებელი პროცედურებით ისარგებლებენ. საქართველოს ხელისუფლება მზად არის, გააგრძელოს თანამშრომლობა ევროპულ სტრუქტურებთან. პრემიერ მინისტრის განცხადებით, საქართველო აქტიურად არის ჩართული ამ მნიშვნელოვანი პროექტის პირველი ფაზის განხორციელებაში.
