გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ისრაელშია
დავით სონღულაშვილმა ქნესეთის თავმჯდომარესთან ორი ქვეყნის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ახალი მიმართულებები და რეგიონული სტაბილურობის საკითხები განიხილა. მინისტრი შეხვდა ასევე საქართველო-ისრაელის მეგობრობის ჯგუფისა და ეკონომიკური კომიტეტის ხელმძღვანელს. შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებაზე, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობისა და ინოვაციების სფეროებში. ისრაელში ვიზიტის ფარგლებში დავით სონღულაშვილი იერუსალიმის პატრიარქ თეოფილე III-ს შეხვდა.
