დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში, ტიპი ერთი დიაბეტით დაავადებული პაციენტების ინსულინით უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე გაიმართა ბრიფინგი ჯანდაცვის სამინისტროში
დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში, ტიპი ერთი დიაბეტით დაავადებული პაციენტების ინსულინით უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე გაიმართა ბრიფინგი ჯანდაცვის სამინისტროში. მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, დანიურმა კომპანიამ, მედიკამენტი „ნოვო ნორდისკი,“ საქართველოს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პერიოდში არ მიაწოდა, რის გამოც მედიკამენტის მარაგებს პრობლემა შეექმნა. მინისტრის გაცხადებით, პაციენტების უზრუნველსაყოფად, სამინისტრომ დანიური მედიკამენტი, მაღალი ხარისხის, გერმანული წარმოების მედიკამენტ „სანოფი ავენტისით“ ჩაანაცვლა
