ხვალ, დილის 10:00 საათიდან 8 ნოემბრის საღამოს 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება ნაძალადევის, ჩუღურეთის და ისნის რაიონების ქუჩების ნაწილს
ხვალ, დილის 10:00 საათიდან 8 ნოემბრის საღამოს 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება ნაძალადევის, ჩუღურეთის და ისნის რაიონების ქუჩების ნაწილს, მიზეზი ტექნიკური სამუშაოებია, რომელსაც ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ღრმაღელეს წყალგამტარ გვირაბში ჩაატარებს. სამუშაოები, პარალელურად, წყალმომარაგების გამანაწილებელ ქსელებზეც შესრულდება.
