მონტენეგროში გამართული ევროპის ჩემპიონატიდან საქართველოს 15-წლამდე მოკრივეთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა
ახალგაზრდა სპორტსმენებმა კონტინენტის პირველობაზე გამოსვლა 9 მედლით დაასრულეს. ჩემპიონები 48 კილოგრამ წონით კატეგორიაში ელენე ქარჩავა, 52 კილოგრამში გიორგი ახვლედიანი და 54 კილოგრამში დავით ალიხანაშვილი გახდნენ. ელენე ქარჩავა კი პირველი ქართველია, რომელმაც ქალთა შორის ყველა ასაკში ევროპის ჩემპიონობა იზეიმა. ვერცხლის მედლებს ლიზა ლობჟანიძე, ალექსი გუნია და გიგი არჩაია დაეუფლნენ, ხოლო ბრინჯაოს მედლები თორნიკე სიმონიშვილმა, საბა კერძევაძემ და ჯონი ხაბურზანიამ მოიპოვეს.
