დონალდ ტრამპის თქმით, მას რადიკალი მემარცხენეების არ ეშინია
დონალდ ტრამპმა რადიკალები ყალბი რეკლამების გადაღებაშიც დაადანაშაულა და თქვა, რომ მისი რეიტინგის შესახებ სიცრუეს ავრცელებენ. როგორც დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, მისი რეიტინგი უპრეცედენტოდ მაღალია და ეს იმ პოლიტიკის დამსახურებაა, რომლის ფარგლებშიც რვა ომი დაასრულა, აკრძალა რადიკალური ტრანსგენდერული იდეოლოგია და დაწია ფასები ენერგო-მატარებლებზე.
