შეერთებული შტატები პირველი ნოემბრიდან ჩინეთისთვის დაწესებულ საბაჟო ტარიფებს 10%-ით გაზრდის და ექსპორტის კონტროლის ზომებს შემოიღებს
შეერთებული შტატები პირველი ნოემბრიდან ჩინეთისთვის დაწესებულ საბაჟო ტარიფებს 10%-ით გაზრდის და ექსპორტის კონტროლის ზომებს შემოიღებს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, ჩინეთის მიმართ სავაჭრო პოლიტიკის გამკაცრების მიზეზად კი ჩინეთის მიერ იშვიათი მინერალების ექსპორტის კონტროლის დაწესება დაასახელა. მას „მტრული ნაბიჯი“ უწოდა და ვაშინგტონის მხრიდან საპასუხო ზომებით დაიმუქრა. განცხადების გავრცელების შემდეგ ტრამპმა ჟურნალისტებთან კომენტარისას აღნიშნა, რომ ანონსირებული ტარიფების მიუხედავად, მას ჩინეთის ლიდერთან, აზია წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრა არ გაუუქმებია