„იმედინიუსი" დაინტერესდა ბაჩო ახალაიასთან სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახების ეპიზოდით, რომელსაც სხვადასხვა ინტერპრეტაცია მოჰყვა
„იმედინიუსი" დაინტერესდა ბაჩო ახალაიასთან სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახების ეპიზოდით, რომელსაც სხვადასხვა ინტერპრეტაცია მოჰყვა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტეს, ბაჩანა ახალაიამ გამომძიებლებს უთხრა, რომ “ნერვიულობისგან შაქარი დაუვარდა”. კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს კი გაუწიეს პირველადი დახმარება და გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა. მათი მოსვლის დროისათვის ახალია უკვე გაცილებით კარგად იყო და უარი განაცხადა ექიმების დახმარებაზე. რატომ დამალა ახალიამ მომხდარი ფაქტი, როგორც უწყებაში ამბობენ, ამ კითხვის ადრესატები ისინი არ არიან. ასევე, ქრონიკამ მოიპოვა ექიმების მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელიც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს