ისრაელის არმიამ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ღაზის სექტორში წინასწარ დათქმულ ხაზზე გადაინაცვლა
ისრაელის არმიამ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ღაზის სექტორში, წინასწარ დათქმულ ხაზზე გადაინაცვლა. პარალელურად ცახალმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც სამხედროები „მზად არიან საბრძოლო მოქმედებებში დასაბრუნებლად“ და „ჰამასთან“ საბრძოლველად, თუ დაჯგუფება შეინარჩუნებს ღაზაზე კონტროლს ომის დასრულების შემდეგ. ისრაელისა და „ჰამასის“ მიერ შეთანხმებული ცეცხლის შეწყვეტის 20-პუნქტიანი გეგმა ითვალისწინებს, რომ ღაზის დროებითმა მთავრობამ უნდა მართოს ის მანამ, სანამ პალესტინის ადმინისტრაცია არ დაასრულებს თავისი „რეფორმების პროგრამას“ და „უსაფრთხოდ და ეფექტურად არ შეძლებს ღაზაზე კონტროლის დაბრუნებას“