ლატვია ქვეყნიდან 800-ზე მეტ რუსს აძევებს
ლატვია ქვეყნიდან 800-ზე მეტ რუსს აძევებს. გამოცემა ლატვიის მოქალაქეობისა და საიმიგრაციო საკითხების ოფისზე დაყრდნობით იუწყება, რომ მთავრობამ რუსეთის 841 მოქალაქეს ქვეყნის 13 ოქტომბრამდე დატოვების შესახებ შეატყობინა, მიგრაციის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ლატვიამ იმიგრაციის შესახებ კანონში ცვლილებები შეიტანა და რუსეთის მოქალაქეებისთვის თავის ტერიტორიაზე ყოფნის პირობები გაამკაცრა. ლატვიაში ლეგალურად დასარჩენად რუსეთის მოქალაქეებს აპლიკაცია უნდა შეეტანათ ევროკავშირის დიდი ხნის რეზიდენტის სტატუსისთვის, ლატვიური ენის A2 დონეზე ცოდნა უნდა ეჩვენებინათ და 2025 წლის 30 ივნისამდე უსაფრთხოებისა და ბექგრაუნდ შემოწმება უნდა გაევლოთ. დეპორტაცია იმათ ეხებათ ვინც მოთხოვნის შესრულება ვერ მოასწრო