რუსეთმა უკრაინის ენერგო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას შეუტია
რუსეთმა უკრაინის ენერგო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას შეუტია. საოკუპაციო ძალებმა ღამით ოდესისა და ჩერნიგოვის ოლქები დაბომბეს. ოდესაში სამიზნეში სამი საცხოვრებელი სახლი და სასტუმრო კომპლექსი მოექცა. ვრცელდება ცნობა ერთი დაღუპულის შესახებ. ჩერნიგოვში კი დრონებით პირველი თავდასხმის ობიექტი ენერგეტიკოსების ავტომობილი გახდა. მეორე დარტყმა კი სამაშველო ოპერაციისას მოხდა. გავრცელებული ცნობით, რუსმა ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს ადგილობრივ სახანძრო ბრიგადას, რომელიც დასახმარებლად მივიდა. თავდასხმას 2 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა
