ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, სექტორის ხელშეწყობის მიზნით ტუროპერატორებისთვის კახეთში საინფორმაციო ტური გამართა
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, სექტორის ხელშეწყობის მიზნით ტუროპერატორებისთვის კახეთში საინფორმაციო ტური გამართა. რომლებმაც ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, ლევან კახთა მეფის აშენებულ ციხე-გალავნის ტერიტორიაზე ახლად გახსნილი ეთნო - ტურისტული კომპლექსი „წინაპარი“ დაათვალიერეს. ციხე-გალავნის ტერიტორიაზე ვიზიტორებისთვის ქართული სამზარეულოს მასტერკლასები ტარდება. მდებარეობს ისტორიული მარანი, სადაც ერეკლე II-ის დროინდელი ქვევრებია განთავსებული. ასევე, ტრადიციული სამჭედლო, სადაც მჭედლები და მეიარაღეები სტუმრებს აცნობენ ძველ ქართულ ეთნო მჭედლობას. ტუროპერატორებმა უძველესი ნასოფლარი - ვეძიხევის ტერიტორიაც დაათვალიერეს, სადაც IX-X საუკუნის ტაძრები მოინახულეს
