სამართლიანი სასამართლოს და ეფექტიანი დაცვის უფლების რეალიზების ხარისხზე ისაუბრეს საქართველოს სახალხო დამცველის ადვოკატთა ასოციაციისა და იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლებმა ყვარელში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე
სამართლიანი სასამართლოს და ეფექტიანი დაცვის უფლების რეალიზების ხარისხზე ისაუბრეს საქართველოს სახალხო დამცველის, ადვოკატთა ასოციაციისა და იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლებმა ყვარელში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე. სახალხო დამცველმა ზედამხედველობის პროცესში გამოვლენილი მიგნებები, ასევე, უფლებადარღვევის ფაქტები და მათ აღმოსაფხვრელად შემუშავებული რეკომენდაციები წარმოადგინა. განიხილეს სისხლის სამართლის საქმეებში ნეიტრალური მტკიცებულებების პრობლემა, გაუთქმელობის ვალდებულების ფარგლები, ადვოკატსა და ბრალდებულს შორის კონფიდენციალური და შეუზღუდავი კომუნიკაციის საკითხი, ასევე ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა და დაპატიმრებულთა დაცვის უფლება
