ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე ბათუმში დააკავეს
ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე ბათუმში დააკავეს. ის კომერციული თაღლითობისა და ქურდობის ბრალდებით იძებნებოდა. დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული, გამარტივებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს. ოპერაცია, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩაატარეს
