უცხო ქვეყნის 21 მოქალაქე დააკავეს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა
უცხო ქვეყნის 21 მოქალაქე დააკავეს, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა. სპეციალური კონტროლის ღონისძიების ფარგლებში გადამოწმდა კონკრეტული ადგილები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას. დაკავებულებს შორის არიან - ინდოეთის, ჩინეთის, პაკისტანის, ბანგლადეშის, ირანის და ეგვიპტის მოქალაქეები. რომლებიც ახლა მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში არიან მოთავსებული. და მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით, შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს