შინაგან საქმეთა მინისტრმა, პატრულ-ინსპექტორებს მადლობა გადაუხადა საქმიანობისთვის და როგორც აღნიშნა მათი ყოველდღიური შრომა და პროფესიონალიზმი გადამწყვეტ როლს ასრულებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საქმეში
შინაგან საქმეთა მინისტრმა, პატრულ-ინსპექტორებს მადლობა გადაუხადა საქმიანობისთვის და როგორც აღნიშნა მათი ყოველდღიური შრომა და პროფესიონალიზმი გადამწყვეტ როლს ასრულებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საქმეში. გეკა გელაძეს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ ვითარებაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრაზე საუბარი, ასევე შეეხო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საქმიანობის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებს. მინისტრმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამუშაო სივრცეები, მათ შორის ერთიანი მომსახურების ცენტრი დაათვალიერა