პრეზიდენტმა კულტურის სფეროს წარმომადგენლები ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა
პრეზიდენტმა კულტურის სფეროს წარმომადგენლები ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა. ლაურეატებს სახელმწიფო ჯილდოები სფეროში გამორჩეული მიღწევისთვის და საქართველოსთვის გაწეული აღმატებული ღვაწლისთვის, ასევე კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცათ. პრეზიდენტის განცხადებით, ქართული სახელოვნებო სფერო აღაფრთოვანებს ყველას, ვინც ერთხელ მაინც ეზიარება ამ უდიდეს მემკვიდრეობას. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და კულტურის მინისტრი ესწრებოდნენ