„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ განცხადებას ავრცელებს
ევროკავშირის 2026/2030 წლების ლგბტქ+ ახალ სტრატეგიას, „დიფ სთეითის“ მიერ შემუშავებულ ვერაგულ გეგმას უწოდებს, „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“. საზოგადოებრივ მოძრაობას მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ სასწრაფოდ გადახედოს ეგრეთ წოდებული „ევროინტეგრაციის“ პროცესს. მათი განცხადებით, ევროკავშირში „დიფ სთეითის“ იდეოლოგია ახალი ძალით იწყებს საზოგადოების ცნობიერებაზე, სახელმწიფოთა იდენტობაზე და ქვეყანათა ისტორიაზე გამანადგურებელ ზემოქმედებას
