სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაკავებული გიორგი ქემოკლიძე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაკავებული გიორგი ქემოკლიძე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს, საქმის დეტალებზე არ საუბრობენ ადვოკატები. ასევე უცნობია როდის მივა სასამართლოში გამოსაკითხად გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი. დავით ჯანდიერმა, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა თავად მოითხოვა. პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილ მოადგილეს, ბრალი გიორგი ბაჩიაშვილის საკანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით აქვს წარდგენილი, რაც გამოძიების ინფორმაციით, პატიმართან წინასწარ იყო შეთანხმებული.გამოძიების ინფორმაციით, ქემოკლიძემ ორჯერ წაშალა საკანში დამონტაჟებული სამეთვალყურეო კამერების მიერ გადაღებული ვიდეომასალაც. მას პატიმრობა გუშინ შეეფარდა
