ბაჩო ახალაიას მეუღლე უარყოფს კავშირს აღმოჩენილ საბრძოლო მასალასთან
ბაჩო ახალაიას მეუღლე უარყოფს კავშირს, აღმოჩენილ საბრძოლო მასალასთან. საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ანი ნადარეიშვილი და მისი მეგობარი ზვიად გაგუა გამოჰკითხეს. მათი თქმით, კითხვები დაუსვეს იცნობდნენ თუ არა და რა კავშირი აქვთ ბექა ჭულუხაძესთან, რომლისგანაც სუს-მა საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები ამოიღო. ნადარეიშვილმა ხელისუფლების დამხობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვასაც უპასუხა და აღნიშნა რომ 4 ოქტომბრის მოვლენები ძალადობრივი არ იყო. ამავე საქმეზე, რუსთავის ციხეში პაატა ბურჭულაძესთან და მურთაზ ზოდელავასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები გამოკითხვის მიზნით იმყოფებოდნენ. აღმოჩენილი საბრძოლო მასალის საქმეზე უწყებას, დაკავებულებთან იგივე შინაარსის კითხვები ჰქონდა
