„ფიფას 2026“ წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
„ფიფას 2026“ წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია. მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით, ეროვნული გუნდი მზადებას 25 ფეხბურთელის შემადგენლობით, 6 ოქტომბერს ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში დაიწყებს.
