ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი მთავრობის მუშაობის დროებით შეჩერებაში დემოკრატებს ადანაშაულებს
ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი მთავრობის მუშაობის დროებით შეჩერებაში დემოკრატებს ადანაშაულებს. ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ ე.წ. „შათდაუნის“ გამო შეერთებულ შტატებში მტკივნეული პროცესები განვითარდება, რადგანაც სამთავრობო უწყებებში თანამშრომლების შემცირება გარდაუვალი გახდება.
