შინაგან საქმეთა სამინისტრო „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ნგრევის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ნგრევის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მოქალაქეების ევაკუაცია დროულად მოხერხდა. მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა, აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები და ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, ასევე, ადგილზე მყოფ ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელს, დაემორჩილონ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები. “ქრონიკა” მომხდარს გამოშვების მსვლელობისას დაუბრუნდება მეტი ინფორმაციით