ამერიკა-ჩინეთი
აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ვაშინგტონი და პეკინი თანხმდებიან, რომ თანამშრომლობას ალტერნატივა არ აქვს. მარკო რუბიო პირდაპირ ამბობს, რომ ორმხრივი ურთიერთობები უნდა განვითარდეს. პოზიტიური უწოდა კუალა ლუმპურში გამართულ შეხვედრას ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმაც. მხარეები ახლა ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრას ელიან.
