"საფარის" ფინანსური საფარი
პარლამენტის თავმჯდომარე ორგანიზაცია „საფარის“ დაფინანსებასთან დაკავშირებით ბაია პატარაიას კომენტარს, რომ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლებს, სოციალურ ქსელში პასუხობს და აღნიშნავს, რომ მონაცემები საჯაროდ დევს ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე. შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ „საფარს“ მისცემს შესაძლებლობას, თავად გახადოს საჯარო, რა თანხა მიიღო მან ევროკავშირისგან 2022-24 წლებში, მით უმეტეს, რომ მას ამას, კანონი ავალდებულებს. ლაპარაკია ინფორმაციაზე, რომელიც ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის მიერ შექმნილი ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული და რომლის მიხედვითაც „საფარი“ ევროკავშირიდან 900 000 ევროთი დაფინანსდა.
