სახალხო დამცველი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ კოკში ჩავიდა
სახალხო დამცველი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ კოკში ჩავიდა. ლევან იოსელიანი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათი საჭიროებები მოისმინა. ომბუდსმენის განცხადებით, მნიშვნელოვანია ყველა პრობლემის დროულად მოგვარება, რათა ადგილობრივებმა არ დატოვონ საკუთარი საცხოვრებლები. დღესვე, სახალხო დამცველი ორსანტიასა და შამგონაში ჩავა და ადგილობრივი მოსახლეობას შეხვდება.
