ბაზრობის ტერიტორიაზე დაახლოებით 15 ათასი კვადრატული მეტრის ფართია დამწვარი
ბაზრობის ტერიტორიაზე დაახლოებით 15 ათასი კვადრატული მეტრის ფართია დამწვარი. მოვაჭრეების განცხადებით, მაღაზიების ნაწილი სრულად განადგურდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ძლიერი კვამლის გავრცელების გამო მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სამედიცინო დაწესებულებიდან საჭირო გახდა პაციენტების ევაკუაცია. ისინი თბილისის მასშტაბით სხვადასხვა კლინიკაში გადაანაწილეს. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.