საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟის მორიგი მცდელობა
საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟის მორიგი მცდელობა -ასე აფასებს მმართველი გუნდი "ბიემჯის" მიერ გამოქვეყნებულ "ეისითის" კვლევას სათაურით „საქართველოს მოსახლეობა ეკონომიკური კრიზისის მოლოდინშია“.ინფორმაციაში მითითებულია, რომ ორგანიზაციამ სატელეფონო გამოკითხვა 17-23 მარტს ჩაატარა და რვაასი ადამიანი გამოჰკითხა. "ეისითის" ხელმძღვანელი თინათინ რუხაძე ოპოზიციური აქციების აქტიური მხარდამჭერი და მონაწილეა. ეს მის მიერვე გამოქვეყნებული სტატუსებით დასტურდება. „ქრონიკა“ დაუკავშირდა რუხაძეს, ჯერ გვითხრეს, რომ კითხვებზე გვიპასუხებდნენ, თუმცა მოგვიანებით კომენტარზე უარი თქვეს.
